ხარისხის კონტროლის მენეჯერი

თბილღვინო
Manager
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12


"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • HACCP -ის გუნდის ორგანიზება და მართვა;
  • მანქანა დანადგარების, საწარმოო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი, რეცხვა -დეზინფექციის პროცედურების მეთვალყურეობა, პროცესების შემოწმება, ჩანაწერების კონტროლი. პრობლემების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
  • მიღებული დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლის ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი ფორმების წარმოება და მათი გამოსასწორებელი გზების გატარების კონტროლი.
  • წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი. წარმოების შემდგომ დანადგარების რეცხვის და წმენდის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი;
  • ოქმების შედგენა ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე და წარდგენა ხარისხის მართვის და განვითარების საბჭოზე;
  • უცხოური და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა ხარისხის კონტროლის მექანიზმების მუდმივი დახვეწა, განახლების და შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არსებულ მოცემულობებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი სასურსათო ტექნოლოგიებში;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური C2 დონეზე;
  • რუსული B2 დონეზე.

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვა;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 09 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.