მარკეტინგის მენეჯერი
მადარტი
Manager
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12
Manager
Tbilisi
Vacancy
16-11
16-12
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა,
- განხორციელება და კონტროლი;
- ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების და სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის და კონკურენტების შესწავლა და ანალიზი) სეზონურობის,
- მიმდინარე პერიოდის მოთხოვნების გათვალისწინებით;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
- კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
- შიდა ბრენდინგის მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომუნიკაციის არხების განახლება და განვითარება;
- მედია საშუალებებთან, სარეკლამო კომპანიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
- მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
- მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- საჭირო ინვენტარის დაბრენდვა;
- შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
- მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
- სოც.მედიის მონიტორინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების (ზეპირი, წერილობითი) შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!