პრესეილერი
Distribution
Tbilisi and Batumi
Vacancy
16-11
01-12
კომპანია „იბერია ტექ ავტომოტივი“ (ITA) აცხადებს კონკურსს პრესეილერის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. თბილისში და ბათუმში.
კომპანია „იბერია ტექ ავტომოტივი“ (ITA - http://ita.com.ge) - სათადარიგო ნაწილებისა და ავტომომსახურების ცენტრი – დაარსდა 2007 წელს. კომპანია ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების, როგორებიცაა: საბურავების მწარმოებელი კომპანია „კონტინენტალი“, აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია „ბანერი“, სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი „ბოში“, „ფები“, „ბილშტეინი“ და მრავალი სხვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება და მოლაპარაკებების წარმოება(მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები)
- გადატვირთული საქონლის თანხების დროული და გეგმაზომიერი ამოღება არსებული პარტნიორებიდან;
- დეგეგმილი დღის მარშრუტის განხორციელება და ხელმძღვანელისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება მიღებული შეკვეთებისა და მოლაპარაკების პირობების შესახებ;
- სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა, ახალი კონტრაგენტების მოძიებაში აქტიური ჩართულობა;
- ახალი პროდუქტების დამატების შესაძლებლობების გამოვლენა;
- არსებულ და პოტენციური კლიენტებისგან მომავალი კვირეების, თვის საპროგნოზო შესყიდვების დადგენა და დროული წარმოდგენა განყოფილების ხელმძღვანელთან.
- კონკურენტებზე და მომხამრებლებზე ინფორმაციის მოპოვება .
- კონსიგნაციებისა და რეალიზაციების კონტროლი და მათი დრიული ინკასაცია საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საავტომობილი სფეროში(ავტონაწილები) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office, 1C- ცოდნა;
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შესვენება: 1სთ
- შაბათი: 10:00 დან – 14:30 მდე
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ibg.ge არაუგვიანეს 01.12.2020.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Presaler”.