პრესეილერი

იბერია ტექავტომოტივი
დისტრიბუცია
თბილისსა და ბათუმში
ვაკანსია
16-11
01-12


კომპანია „იბერია ტექ ავტომოტივი“ (ITA) აცხადებს კონკურსს პრესეილერის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. თბილისში და ბათუმში.

კომპანია „იბერია ტექ ავტომოტივი“ (ITA - http://ita.com.ge) - სათადარიგო ნაწილებისა და ავტომომსახურების ცენტრი – დაარსდა 2007 წელს. კომპანია ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების, როგორებიცაა: საბურავების მწარმოებელი კომპანია „კონტინენტალი“, აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია „ბანერი“, სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი „ბოში“, „ფები“, „ბილშტეინი“ და მრავალი სხვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება და მოლაპარაკებების წარმოება(მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები)
  • გადატვირთული საქონლის თანხების დროული და გეგმაზომიერი ამოღება არსებული პარტნიორებიდან;
  • დეგეგმილი დღის მარშრუტის განხორციელება და ხელმძღვანელისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება მიღებული შეკვეთებისა და მოლაპარაკების პირობების შესახებ;
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა, ახალი კონტრაგენტების მოძიებაში აქტიური ჩართულობა;
  • ახალი პროდუქტების დამატების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • არსებულ და პოტენციური კლიენტებისგან მომავალი კვირეების, თვის საპროგნოზო შესყიდვების დადგენა და დროული წარმოდგენა განყოფილების ხელმძღვანელთან.
  • კონკურენტებზე და მომხამრებლებზე ინფორმაციის მოპოვება .
  • კონსიგნაციებისა და რეალიზაციების კონტროლი და მათი დრიული ინკასაცია საჭიროების შემთხვევაში 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საავტომობილი სფეროში(ავტონაწილები) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office, 1C- ცოდნა;
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შესვენება: 1სთ
  • შაბათი: 10:00 დან – 14:30 მდე

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ibg.ge არაუგვიანეს 01.12.2020.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Presaler”.