მძღოლი-ექსპედიტორი

ფუდსერვისი
Driver
Tbilisi
Vacancy
18-11
18-12
800


სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
  • ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე)

მოვალეობები:

  • პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
  • სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
  • სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
  • ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის მითვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია. (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება)

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დისციპლინირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.