მძღოლი-ექსპედიტორი
მძღოლი
თბილისი
ვაკანსია
18-11
18-12
800
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე ღამის ცვლაში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
- ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე)
მოვალეობები:
- პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
- სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
- სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
- ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის მითვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია. (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება)
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დისციპლინირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.