უნივერსალური ხელოსანი

Mr Master
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
02-02
02-03


კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;

სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;
  • გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა /კოლეგიალურობა;

უნივერსალური ხელოსნის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე);
  • ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა);
  • აბაზანის აქსესუარების, სარკის მონტაჟი;
  • ტელევიზორის მონტაჟი;
  • ფარდის კარნიზის მონტაჟი;
  • სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი;
  • კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი;
  • ამსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება;
  • კედლის გახვრეტა;
  • უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის /ვენტილის /დრეკადი მილების მონტაჟი;
  • პლასტმასის მილების შედუღება;
  • საშხაპე კაბინების აწყობა;
  • აბაზანის მონტაჟი;
  • ელ.ბაკის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • ნათურის/დროსელის/ამომრთველის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
  • ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
  • ელ.ავტომატის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
  • სენსორული განათების მონტაჟი
  • ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა;
  • რკინის/ ხის/ მეტალოპლასტმასის/ ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი;
  • მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ, სტაბილურ ანაზღაურებას;
  • ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ CV / რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა # 24.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!