უნივერსალური ხელოსანი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
02-02
02-03
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული
აუცილებელი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
- საკუთარი ავტომობილის ქონა;
- გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;
ზოგადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა /კოლეგიალურობა;
უნივერსალური ხელოსნის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე);
- ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა);
- აბაზანის აქსესუარების, სარკის მონტაჟი;
- ტელევიზორის მონტაჟი;
- ფარდის კარნიზის მონტაჟი;
- სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი;
- კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი;
- ამსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება;
- კედლის გახვრეტა;
- უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის /ვენტილის /დრეკადი მილების მონტაჟი;
- პლასტმასის მილების შედუღება;
- საშხაპე კაბინების აწყობა;
- აბაზანის მონტაჟი;
- ელ.ბაკის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
- ნათურის/დროსელის/ამომრთველის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
- ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
- ელ.ავტომატის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
- სენსორული განათების მონტაჟი
- ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა;
- რკინის/ ხის/ მეტალოპლასტმასის/ ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი;
- მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ, სტაბილურ ანაზღაურებას;
- ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ CV / რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.
ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა # 24.
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!