ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი
Finance
Tbilisi
Vacancy
03-02
03-03
პრემიუმ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
მარაგების ანალიზი და მართვა:
- ოპტიმალური ნაშთის განსაზღვრა მაღაზიების მიხედვით;
- არსებული ჭარბი ან არასაკმარისი ნაშთების იდენტიფიცირება;
- ცენტრალიზებული შეკვეთების ფორმირება მაღაზიების მიხედვით;
მომგებიანობის ანალიზი:
- მომწოდებლების კომერციული პირობების რეესტრის წარმოება, რეალური შემოსავლების შედარება ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან;
- მომგებიანობის ანალიზი პროდუქციის კატეგორიების, მომწოდებლების, ბრენდების მიხედვით;
- მაღაზიების მომგებიანობის ანალიზი;
- ნულოვანი მოგების წერტილის განსაზღვრა მაღაზიების მიხედვით;
- ყოველთვიური პრომო აქტივობების ეფექტურობის ანალიზი;
- ბრუნვის და მომგებიანობის საფუძველზე სამართლიანი სამოტივაციო გეგმების დასახვა.
რეპორტინგი:
გაყიდვების ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების წარმოება, შედარება წინა პერიოდთან, გადახრების ძირითადი მიზეზების იდენტიფიცირება და მათი კომუნიკაცია მენეჯმენტთან;
ჩეკების მოცულობის და საშუალო ჩეკის მუდმივი კონტროლი მაღაზიების მიხედვით, პერიოდებს შორის გადახრების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია მენეჯმენტთან;
სხვადასხვა შიდა და გარე რეპორტინგი.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება - სასურველია საცალო და სადისტრიბუციო სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ფინანსების მიმართულებით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@arg.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი.