ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი

ალკორიუმი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
03-02
03-03


პრემიუმ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

მარაგების ანალიზი და მართვა:

  • ოპტიმალური ნაშთის განსაზღვრა მაღაზიების მიხედვით;
  • არსებული ჭარბი ან არასაკმარისი ნაშთების იდენტიფიცირება;
  • ცენტრალიზებული შეკვეთების ფორმირება მაღაზიების მიხედვით;

მომგებიანობის ანალიზი:

  • მომწოდებლების კომერციული პირობების რეესტრის წარმოება, რეალური შემოსავლების შედარება ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან;
  • მომგებიანობის ანალიზი პროდუქციის კატეგორიების, მომწოდებლების, ბრენდების მიხედვით;
  • მაღაზიების მომგებიანობის ანალიზი;
  • ნულოვანი მოგების წერტილის განსაზღვრა მაღაზიების მიხედვით;
  • ყოველთვიური პრომო აქტივობების ეფექტურობის ანალიზი;
  • ბრუნვის და მომგებიანობის საფუძველზე სამართლიანი სამოტივაციო გეგმების დასახვა.

რეპორტინგი:

გაყიდვების ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების წარმოება, შედარება წინა პერიოდთან, გადახრების ძირითადი მიზეზების იდენტიფიცირება და მათი კომუნიკაცია მენეჯმენტთან;

ჩეკების მოცულობის და საშუალო ჩეკის მუდმივი კონტროლი მაღაზიების მიხედვით, პერიოდებს შორის გადახრების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია მენეჯმენტთან;

სხვადასხვა შიდა და გარე რეპორტინგი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება - სასურველია საცალო და სადისტრიბუციო სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ფინანსების მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@arg.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი.