კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელი

ჰიპერმარკეტი Domino
Administration
Tbilisi
Vacancy
10-02
10-03
1000-1200


შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  •  მომხმარებელთან კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდის მართვა;
  •  შემომავალი სატელეფონო ზარების მიღების მონიტორინგი;
  •  სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვის მონიტორინგი;
  •  ჰიპერმარკეტ "დომინოს" ელფოსტაზე შემომავალი წერილების მართვის მონიტორინგი;
  •  მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა პრობლემურ საკითხებზე, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  •  ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  •  ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
  •  ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

  •  გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
  •  სამუშაო ადგილი: ჰიპერმარკეტი დომინო (სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" ტერიტორია);
  •  ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!