კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელი
ადმინისტრაცია
თბილისი
ვაკანსია
10-02
10-03
1000-1200
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდის მართვა;
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღების მონიტორინგი;
- სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვის მონიტორინგი;
- ჰიპერმარკეტ "დომინოს" ელფოსტაზე შემომავალი წერილების მართვის მონიტორინგი;
- მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა პრობლემურ საკითხებზე, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
- სამუშაო ადგილი: ჰიპერმარკეტი დომინო (სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" ტერიტორია);
- ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!