ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი
Finance
Zugdidi
Vacancy
19-02
19-03
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი.
"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები:
- კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
- კომპანიის ცნობადობის გაზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- საშუალო ან პროფესიული განათლება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- მიზანდასახული და ენერგიული;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 04 მარტის ჩათვლით.
დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.