ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი

კრისტალი
ფინანსები
ზუგდიდი
ვაკანსია
19-02
19-03


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს პროდუქტების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

  • კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
  • პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • საშუალო ან პროფესიული განათლება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და ენერგიული;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  2021 წლის 04 მარტის ჩათვლით.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.