კონტენტის სპეციალისტი

Oppa
სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
23-02
23-03


სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი: Paybox-ისა და Oppa-ს პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობა XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
  • ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორება და დადასტურება;
  • საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები, OPPA ელექტრონული საფულე) ჩართული სერვისების მონიტორინგი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პოზიცია იდეალურია დამწყები პროგრამისტებისთვის.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.