კონტენტის სპეციალისტი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
23-02
23-03
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: Paybox-ისა და Oppa-ს პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობა XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
- ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორება და დადასტურება;
- საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები, OPPA ელექტრონული საფულე) ჩართული სერვისების მონიტორინგი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პოზიცია იდეალურია დამწყები პროგრამისტებისთვის.
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოტივირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.