დამლაგებელი
Algani
Cleaning
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04
Cleaning
Tbilisi
Vacancy
17-03
17-04
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიურად შენობა–ნაგებობის დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
- ყოველდღიურად სამუშაო ოთახების დალაგება–დასუფთავება;
- სველი წერტილების სისტემატური დალაგება–დასუფთავება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;
- უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება სამუშაოს შესრულების პროცესში შენობა–ნაგებობაში აღმოჩენილი მწყობრიდან გამოსული ელექტრო, წყალგაყვანილობის და სხვა მოწყობილობების დაზიანებების შესახებ.
- სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შესყიდვების პროცეში ჩართულობა;
- სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ხარჯვის ოპტიმიზაცია;
- სამუშაოზე პრეზენტაბელურ, სპეციალურ ფორმაში გამოცხადება;
- სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა;
- დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა და დაცვა;
- სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ცოდნა და დაცვა;
- დამლაგებლის საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
- თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - ერთი დღე 08:00 – 16:00 საათი, მეორე დღე 08:00 – 18:00, შაბათი 08:00 – 14:00, კვირა - დასვენება
- ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება