დამლაგებელი

ალგანი
დასუფთავება
თბილისი
ვაკანსია
17-03
17-04


დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიურად შენობა–ნაგებობის  დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
  • ყოველდღიურად სამუშაო ოთახების დალაგება–დასუფთავება;
  • სველი წერტილების სისტემატური დალაგება–დასუფთავება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ  ადგილზე მოთავსება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება სამუშაოს შესრულების პროცესში შენობა–ნაგებობაში აღმოჩენილი მწყობრიდან გამოსული ელექტრო, წყალგაყვანილობის და სხვა მოწყობილობების  დაზიანებების შესახებ.
  • სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შესყიდვების პროცეში ჩართულობა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ხარჯვის  ოპტიმიზაცია;
  • სამუშაოზე პრეზენტაბელურ, სპეციალურ ფორმაში გამოცხადება;
  • სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა;
  • დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა და დაცვა;
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ცოდნა და დაცვა;
  • დამლაგებლის საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - ერთი დღე 08:00 – 16:00 საათი, მეორე დღე 08:00 – 18:00, შაბათი 08:00 – 14:00, კვირა - დასვენება
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება