ობიექტის მენეჯერი
კოფისტა
Manager
Tbilisi
Vacancy
22-03
22-04
Manager
Tbilisi
Vacancy
22-03
22-04
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის „მენეჯერი“-ის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/
გრაფიკი: ყოველ დღე, ცვლები
სამუშაო საათების რაოდენობა დღეში: 7 საათნახევარი
დასვენების დღე: კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მფლობელობაში არსებული გასაყიდი პროდუქციის რეალიზაცია.
- მომხმარებელთან შეხვედრა და მომსახურება - შეკვეთის აღება-მომზადება,ბარზე განთავსება.
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (ბარისტა, დიასახლისი,დაცვა)
- ობიექტზე პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;დარღვევების შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილების მიცემა,წერილობითი საყვედურის გამოცხადება ან სამსახურიდან გაშვება.
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- პროდუქციის დროული შეკვეთა სხვადასხვა მომწოდებელთან.
- საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
- არსებულ პროგრამაში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/კონტროლი:ზედნადებების მიღება,პროდუქციის ჩამოწერა,წუნდებული პროდუქციის არსებობის შემთხვევაში მისი უკან მიბრუნება და პროგრამაში შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი, სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
- მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის (ინვენტარიზაციის) ჩატარება კვირაში ერთხელ და თვის ბოლოს.ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში შეყვანა.
- კომპეტენციის ფარგლებში ქსელის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
უნარ-ჩვევები:
- ენერგიული
- აქტიური
- პუნქტუალური
- შრომისმოყვარე
- ყურადღებიანი და მობილიზებული
რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.