ობიექტის მენეჯერი

კოფისტა
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
22-03
22-04


Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის „მენეჯერი“-ის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/

გრაფიკი: ყოველ დღე, ცვლები
სამუშაო საათების რაოდენობა დღეში: 7 საათნახევარი
დასვენების დღე: კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მფლობელობაში არსებული გასაყიდი პროდუქციის რეალიზაცია.
  • მომხმარებელთან შეხვედრა და მომსახურება - შეკვეთის აღება-მომზადება,ბარზე განთავსება.
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (ბარისტა, დიასახლისი,დაცვა)
  • ობიექტზე პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;დარღვევების შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილების მიცემა,წერილობითი საყვედურის გამოცხადება ან სამსახურიდან გაშვება.
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • პროდუქციის დროული შეკვეთა სხვადასხვა მომწოდებელთან.
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • არსებულ პროგრამაში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/კონტროლი:ზედნადებების მიღება,პროდუქციის ჩამოწერა,წუნდებული პროდუქციის არსებობის შემთხვევაში მისი უკან მიბრუნება და პროგრამაში შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი, სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
  • მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის (ინვენტარიზაციის) ჩატარება კვირაში ერთხელ და თვის ბოლოს.ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში შეყვანა.
  • კომპეტენციის ფარგლებში ქსელის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული
  • აქტიური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი და მობილიზებული

რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.