მარკეტერი

ზღაპარი
Finance
Tbilisi
Vacancy
06-04
06-05


მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ: კრეატიული აზროვნების, ინდივიდუალური ხედვის, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანს, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მზადაა განვითარდეს სტაბილურად ჩვენს კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული საქმიანობის სრული სპექტრის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი კომპანიის სტრატეგიული გეგმების შესაბამისად.
  • კომპლექსური მარკეტინგული აქტივობების (სარეკლამო, PR და სხვა) განხორციელება, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
  • კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;
  • საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღების ორგანიზება.
  • მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის მართვა;
  • საინფორმაციო სააგენტოებთან და მასობრივი მედიის საშუალებებთან თანამშრომლობა;
  • სარეკლამო და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგების კვლევა;
  • კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი;
  • გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;
  • მომხმარებლის კვლევის ორგანიზება/მიღებული შედეგების განხილვა-ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება მარკეტინგის, პიარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, Facebook ადმინისტრატორის პოზიციაზე.
  • გავლილი პროფესიული ტრეინინგები ჩაითვლება პრიორიტეტად.
  • სასურველია Photoshop-ის ფლობა.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ურთიერთშეთანხმებით.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი )

სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი შანდორ პეტეფის 39

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 2021 წლის 2 მაისისა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტერი".

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ონლაინ და ვერბალურად გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენ მზად ვართ გაქციოთ ჩვენი გუნდის წარმატებულ წევრად. შემოგვიერთდით!