მარკეტერი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
06-04
06-05
მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ: კრეატიული აზროვნების, ინდივიდუალური ხედვის, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანს, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მზადაა განვითარდეს სტაბილურად ჩვენს კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული საქმიანობის სრული სპექტრის დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი კომპანიის სტრატეგიული გეგმების შესაბამისად.
- კომპლექსური მარკეტინგული აქტივობების (სარეკლამო, PR და სხვა) განხორციელება, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
- კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;
- საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღების ორგანიზება.
- მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის მართვა;
- საინფორმაციო სააგენტოებთან და მასობრივი მედიის საშუალებებთან თანამშრომლობა;
- სარეკლამო და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგების კვლევა;
- კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი;
- გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;
- მომხმარებლის კვლევის ორგანიზება/მიღებული შედეგების განხილვა-ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება მარკეტინგის, პიარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, Facebook ადმინისტრატორის პოზიციაზე.
- გავლილი პროფესიული ტრეინინგები ჩაითვლება პრიორიტეტად.
- სასურველია Photoshop-ის ფლობა.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ურთიერთშეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი )
სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი შანდორ პეტეფის 39
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 2021 წლის 2 მაისისა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტერი".
კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ონლაინ და ვერბალურად გასაუბრების საფუძველზე.
ჩვენ მზად ვართ გაქციოთ ჩვენი გუნდის წარმატებულ წევრად. შემოგვიერთდით!