უმცროსი IT სპეციალისტი

ჰიპერმარკეტი Domino
Information technology
Tbilisi
Vacancy
27-04
27-05


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
  • აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა;
  • საოფისე ტექნიკის მომსახურება (პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, პრინტერი...);
  • კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
  • Service desk სისტემაში მუშაობა (შემომავალი განცხადებების მიღება და დამუშავება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
  • შემდეგი სახის დანადგარების ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები;
  • Windows 8.1/10 პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა advanced user დონეზე;
  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული ენი ცოდნა სავალდებულოა;

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
  • გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • სამუშაო დროის ეფექტური განაწილებისა და დაგეგმვის ცოდნა.

გრაფიკი/პირობები:

  • 3 დღიანი ცვლა 09:00 – 22:00 საათი; (სამი დღე სამუშაო, სამი დღე დასვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე: vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.

გისურვებთ წარმატებებს !