უმცროსი IT სპეციალისტი
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
27-04
27-05
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
- კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
- აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა;
- საოფისე ტექნიკის მომსახურება (პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, პრინტერი...);
- კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
- Service desk სისტემაში მუშაობა (შემომავალი განცხადებების მიღება და დამუშავება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
- შემდეგი სახის დანადგარების ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები;
- Windows 8.1/10 პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა advanced user დონეზე;
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული ენი ცოდნა სავალდებულოა;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობა;
- პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
- გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
- სამუშაო დროის ეფექტური განაწილებისა და დაგეგმვის ცოდნა.
გრაფიკი/პირობები:
- 3 დღიანი ცვლა 09:00 – 22:00 საათი; (სამი დღე სამუშაო, სამი დღე დასვენება);
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.
გისურვებთ წარმატებებს !