საწყობის მენეჯერი
                                                        
                                
                                    
                                    
                                        JIBE Cash & Carry
                                    
                                
                                
Manager
Telavi
Vacancy
11-06
11-08
1000 + ბონუსი
                            
                                                        
                            
                                
                            
                                                    
                    Manager
Telavi
Vacancy
11-06
11-08
1000 + ბონუსი
კომპანია ჯიბე Cash & Carry, თელავის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თელავი, აღმაშენებლის #14
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (ზრდის პერსპექტივით მომდევნო 6 თვის განმავლობაში) და კვარტლური ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
- მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
- სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
- პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
- პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
                             
                            