საწყობის მენეჯერი

ჯიბე ქეშ & ქერი
მენეჯერი
თელავი
ვაკანსია
11-06
11-08
1000 + ბონუსი


კომპანია ჯიბე Cash & Carry, თელავის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თელავი, აღმაშენებლის #14

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (ზრდის პერსპექტივით მომდევნო 6 თვის განმავლობაში) და კვარტლური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
  • საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.