ლოჯისტიკის მენეჯერი

დეკოლაინი
Logistics
Tbilisi
Vacancy
15-06
10-07


სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:

  • შესყიდვების მენეჯერისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
  • ქალაქის მასშტაბით ტვირთების გადაზიდვა მანქანით;
  • განახორციელოს სამშენებლო-სამეურნეო საქონელის შეძენა-მომარაგება, მოთხოვნის შესაბამისად;
  • სახმელეთო გადაზიდვების ორგანიზება;
  • გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
  • თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
  • ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
  • ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ლოჯისტიკის და/ან გადაზიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამარშუტო საშუალების მართვის მოწმობა C კატეგორია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
info@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!