ლოჯისტიკის მენეჯერი
ლოგისტიკა
თბილისი
ვაკანსია
15-06
10-07
სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.
დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:
- შესყიდვების მენეჯერისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
- ქალაქის მასშტაბით ტვირთების გადაზიდვა მანქანით;
- განახორციელოს სამშენებლო-სამეურნეო საქონელის შეძენა-მომარაგება, მოთხოვნის შესაბამისად;
- სახმელეთო გადაზიდვების ორგანიზება;
- გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
- თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
- ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
- სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ლოჯისტიკის და/ან გადაზიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამარშუტო საშუალების მართვის მოწმობა C კატეგორია;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:
info@decoline.ge
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!