ოფისის მენეჯერი
Algani
Security
Tbilisi
Vacancy
10-07
10-08
Security
Tbilisi
Vacancy
10-07
10-08
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
- კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, რეგისტრირება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
- შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
- კომპანიიდან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება და დროული გადამისამართება;
- ოფისის საკანცელარიო და გამართული სამუშაო პროცესისთვის საჭირო სხვა ინვენტარით დროული მომარაგება;
- კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
- სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
- კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
- ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათი, შაბათს 10:00-14:00 საათი.
- ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.