უძრავი ქონების აგენტი
Tbilisi Space
Real estate agent
Tbilisi
Vacancy
10-07
10-08
1500
Real estate agent
Tbilisi
Vacancy
10-07
10-08
1500
უძრავი ქონების სააგენტო Tbilisi Space აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა უძრავი ქონების/ მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის უძრავი ქონების პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- ხელშეკრულებების დადება მომხმარებლებთან;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
- არსებული მომხმარებლებისათვის უძრავი ქონების განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
- სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოს აღწერა:
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
- დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
- პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
- კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
- აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
- პროდუქტების თეორიული ცოდნა,
კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა, საშუალო დონის აგენტის ანაზღაურება წარმოადგენს 1500 ლარს.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: giorgi.khutshishvili@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 66 06