ფსიქოლოგი
Medical
Ambrolauri
Vacancy
20-07
28-08
ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ იწყებს სპეციალისტთა რეკრუტირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმების მიზნით.
დასაქმების ადგილის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სადმელში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში იფუნქციონირებს: ადრეული ინტერვენციის, შინმოვლის, დღის ცენტრისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამები.
ცენტრი მოემსახურება:
- 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითრების შეფერხების პრობლემები ერთ ან რამდენიმე სფეროში - ადრეული ინტერვენციის პროგრამით;
- 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დღის ცენტრის, რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და შინმოვლის პროგრამით.
მომსახურების მიწოდების ადგილი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
„ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე
ვაკანტრუი დგილი: ერთი
შერჩევის პროცედურები
- I ეტაპი: განცხადებების მიღება / გადარჩევა
- II ეტაპი: გასაუბრება
- III ეტაპი: ტრენინგზე დასწრებისა და პროგრესის მაჩვენებლები.
- IV ეტაპი: საბოლოო შერჩევა
განაცხადის წარდგენის მოთხოვნები:
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაფია, CV
- პირადობის მოწმობის ასლი
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (სარეაბილიტაციო ცენტრის დიასახლისის გარდა);
- სასურველია ერთი სარეკომენდაციო წერილი ან რეკომენდატორი
პოზიციის აღწერა
ფსიქოლოგის ვალდებულებაა კოორდინაცია გაუწიოს სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა განათლებასა და განვითარებას ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფით, რომელიც ეფუძნება ბავშვის/მოზარდის/ზრდასრულის ინდვიდუალურ ინტერესებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.
ფსიქოლოგის პასუხისმგებლობაა, იზრუნოს მიმდინარე სერვისის ხარისხზე, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის/მოზარდის/ზრდასრულის თანამონაწილეობა მისი ასაკისა და შესაძლებობების შესაბამის აქტივობებში/ღონისძიებებში; ხელი შეეწყოს შემეცნებითი, აკადემიური, კომუნიკაციური, მოტორული, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში; მოხდეს არსებული უნარების მაქსიმალური გამოყენება გარემოსთან ინტეგრაციის გზით.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები
- მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით; უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმებულ სპეციალისტთა კოორდინაციას;
- კოორდინირებას უწევს სარეაბილიტაციო ცენტრში არსებული პროგრამების(რეაბილიტაცია/აბილიტაცია, შინმოვლა, დღის ცენტრი), გეგმის და განრიგის შემუშავებას და მიწოდებას/განხორციელებას გეგმის შესაბამისად;
- კოორდინირებას უწევს ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვას, განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას და განხორციელებას ბავშვთა/მოზარდთა/ზრდასრულთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
- სიღრმისეულად აფასებს ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ჯგუფურ და ინდივიდუალურ საჭიროებებს, პიროვნულ და კონტექსტუალურ ფაქტორებს; აანალიზებს ბავშვის/ზრდასრულის შემეცნებით, აკადემიურ, კომუნიკაციურ უნარებს, ქცევას, ემოციურ მდგომარეობას, დამოუკიდებლობის დონეს;
- უზრუნველყოფს ბავშვთა/ზრდასრულთა ქცევაზე დაკვირვებას, პრობლემური ქცევების იდენტიფიკაციის შემთხვევაში ახორციელებს ქცევის ფუნქციურ ანალიზს და შეიმუშავებს ქცევის მართვის გეგმას;
- შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს ინდივიდუალური მუშაობის საჭიროებას, ინდივიდუალური მუშაობის მიზნებსა და განრიგს;
- კოორდინირებს ბავშვისა და ზრდასრულის შეფასების საფუძველზე შექმნილი ინდივიდუალური სასწავლო და აბილიტაციის გეგმების განხორციელებას;
- საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სასწავლო-განმავითარებელ პროცესს; მხარს უჭერს სპეციალისტს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების განხორციელების პროცესში;
- კოორდინირებს სხვა სპეციალისტების მიერ განხორციელებულ შეფასების პროცესს; აჯამებს და აანალიზებს სხვადასხვა წყაროთი მიღებულ ინფორმაციას;
- შეფასების სფეროების მიხედვით შეიმუშავებს შეფასების შესაბამის ინსტრუმენტებს/ფორმებს (კითხვარები, დაკვირვების ფორმები და სხვა);
- უზრუნველყოფს შეფასების შედეგების დოკუმენტირებას და დასკვნის გაფორმებას ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად;
- უზრუნველყოფს ბავშვებისათვის/ზრდასტულთათვის მიწოდებული სერვისის და არსებული გეგმების მიყოლის მონიტორინგს (პროცესზე უშუალო დაკვირვების გზით; სპეციალისტების, მშობლების, ბენეფიციარების ინტერვიუს გზით, დოკუმენტაციის ანალიზის გზით და ბენეფიციართა პროგრესის შეფასების საფუძველზე);
- აძლევს უკუკავშირს და რეკომენდაციებს სპეციალისტებს ჯგუფური და ინდივიდუალური სასწავლო პროცესების გაუმჯობესებისთვის; ახდენს რეკომენდაციების დანერგვის მონიტორინგს;
- უზრუნველყოფს აღსაზრდელების პირად საქმეში შემავალი დოკუმენტაციის მოწესრიგებას და მუდმივი მონიტორინგს მათ განახლებაზე;
- უზრუნველყოფს პოზიტიურ კლიმატს ჯგუფში სახალისო აქტივობებისა და თამაშების გამოყენების გზით;
- კოორდინირებს სამუშაო შეხვედრებს საჯარ სკოლის მასწავლებლებთან;
- ბავშვისა და მოზარდისთვის სერვისის მიწოდების ყველა ეტაპზე კოორდინირებას უწევს მშობელთა/მეურვეთა მონაწილეობას და ინფორმირებას; ამყარებს უშალო პოზიტიურ კომუნიკაციას მშობლებთან/მეურვეებთან, უწევს კონსულტაციებს;
- უზრუნველყოფს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, მასტიმულირებელ გარემოს, რაც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებაზე; გარემოს ადაპტაციისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ და ჯგუფის საჭიროებებს;
- შეუძლია კრიზისული სიტუაციის იდენტიფიცირება და მათზე ადექვატური რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში უწევს აღსაზრდელს პირველად დახმარებას;
- კოორდინირებას უწევს სხვადასხვა უწყებებს (სოციალური მომსახურების სააგენტო; საგანმანათლებლო დაწესებულებები; სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.) ბენეფიციართა ინტერესების დაცვის მიზნით, ახდენს ბენეფიციართა რეფერირებას შესაბამის უწყებებში
- კოორდინირებას უწევს აღსაზრდელების პირადი ჰიგიენის დაცვის და გარემოში სანიტარული ნორმების დაცვის პროცესს;
- უზრუნველყოფს რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოებას;
- ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრებით, პროფესიული ლიტერატურის გაცნობით; ითვალისწინებს მიღებულ რეკომენდაციებს და ასახავს მათ სამუშაოს შესრულებისას; მიმართავს კოლეგებს კონსულტაციისთვის;
- ზრუნავს ცენტრის მომსახურების გაუმჯობესებაზე, ობიექტურად აფასებს გაწეულ მომსახურებას; მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად განსაზღვრავს მომსახურების გაუმჯობესების სტრატეგიებს; ღიაა სიახლეებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართ.
აუცილებელი პროფესიული / საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
- ფსიქოლოგიის აკადემიური ხარისხი
სამუშაო გამოცდილება:
- შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სპეციფიური კომპეტენცია:
- ბავშვთა და მოზარდთა განვითარების და განვითარების დარღვევების სიღრმისეული ცოდნა
- ბავშვთა და მოზარდთა სიღრმისეული შეფასების და შეფასების მონაცემების ანალიზის უნარი
- სასწავლო და აბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების უნარი
- რთული ქცევის მართვის უნარი
- კონსულტირების უნარი
- აკადემიური წერის უნარი
პიროვნული თვისებები
- შემოქმედებითი
- მოტივირებული
- დეტალებზე ორენტირებული
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური
სამუშაო პირობები და გერემო
- სამუშაო ადგილი: ამბროლაური
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი
პასუხისმგებლობა და ანგარიშგება
- ფსიქოლოგი პასუხისმგებელია სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერის და ხელმძღვანელის წინაშე
- ფსიქოლოგს ევალება ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერის წინაშე
აპლიკანტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trc.sakartvelo@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 35 70 47 საკონტაქტო პირი: ია ცილიკიშვილი (პროგრამების მენეჯერი)
მითითებულ მისამართზე დოკუმენტების ატვირთვის პარალელურად, სათაურის (Subject) ველში აპლიკანტმა უნდა მიუთითოს იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შეაქვს განაცხადი
დოკუმენტაციის მიღების ვადა: 27.07.2020