ფსიქოლოგი

ერთად რეალური ცვლილებებისათვის
სამედიცინო
ამბროლაური
ვაკანსია
20-07
28-08


ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ იწყებს სპეციალისტთა რეკრუტირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმების მიზნით. 

დასაქმების  ადგილის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სადმელში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში იფუნქციონირებს: ადრეული ინტერვენციის, შინმოვლის, დღის ცენტრისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამები.

ცენტრი მოემსახურება:

  • 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითრების შეფერხების პრობლემები ერთ ან რამდენიმე სფეროში - ადრეული ინტერვენციის პროგრამით;
  • 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დღის ცენტრის, რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და შინმოვლის პროგრამით. 

მომსახურების მიწოდების ადგილი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

„ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე

ვაკანტრუი დგილი: ერთი

შერჩევის პროცედურები

  • I ეტაპი:    განცხადებების მიღება / გადარჩევა
  • II ეტაპი:   გასაუბრება
  • III ეტაპი:  ტრენინგზე დასწრებისა და პროგრესის მაჩვენებლები.
  • IV ეტაპი: საბოლოო შერჩევა

განაცხადის წარდგენის მოთხოვნები:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაფია, CV
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (სარეაბილიტაციო ცენტრის დიასახლისის გარდა);
  • სასურველია ერთი სარეკომენდაციო წერილი ან რეკომენდატორი

პოზიციის აღწერა

ფსიქოლოგის  ვალდებულებაა კოორდინაცია გაუწიოს სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა  განათლებასა და განვითარებას ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფით, რომელიც ეფუძნება ბავშვის/მოზარდის/ზრდასრულის  ინდვიდუალურ ინტერესებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.

ფსიქოლოგის პასუხისმგებლობაა, იზრუნოს მიმდინარე სერვისის ხარისხზე, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის/მოზარდის/ზრდასრულის თანამონაწილეობა მისი ასაკისა და შესაძლებობების შესაბამის აქტივობებში/ღონისძიებებში; ხელი შეეწყოს შემეცნებითი, აკადემიური, კომუნიკაციური, მოტორული, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში; მოხდეს არსებული უნარების მაქსიმალური გამოყენება გარემოსთან ინტეგრაციის გზით.

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები

  • მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით; უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმებულ სპეციალისტთა კოორდინაციას;
  • კოორდინირებას უწევს სარეაბილიტაციო ცენტრში არსებული პროგრამების(რეაბილიტაცია/აბილიტაცია, შინმოვლა, დღის ცენტრი), გეგმის და განრიგის  შემუშავებას და მიწოდებას/განხორციელებას გეგმის  შესაბამისად;
  • კოორდინირებას უწევს  ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვას, განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას და განხორციელებას ბავშვთა/მოზარდთა/ზრდასრულთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
  • სიღრმისეულად აფასებს ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ჯგუფურ და ინდივიდუალურ საჭიროებებს,  პიროვნულ და კონტექსტუალურ ფაქტორებს; აანალიზებს ბავშვის/ზრდასრულის შემეცნებით, აკადემიურ, კომუნიკაციურ უნარებს, ქცევას, ემოციურ მდგომარეობას, დამოუკიდებლობის დონეს;
  • უზრუნველყოფს ბავშვთა/ზრდასრულთა ქცევაზე დაკვირვებას, პრობლემური ქცევების იდენტიფიკაციის შემთხვევაში ახორციელებს ქცევის ფუნქციურ ანალიზს და შეიმუშავებს  ქცევის მართვის გეგმას;
  • შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს ინდივიდუალური მუშაობის საჭიროებას, ინდივიდუალური მუშაობის მიზნებსა და განრიგს;
  • კოორდინირებს ბავშვისა და ზრდასრულის შეფასების საფუძველზე შექმნილი ინდივიდუალური სასწავლო და აბილიტაციის გეგმების განხორციელებას;
  • საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ  სასწავლო-განმავითარებელ პროცესს; მხარს უჭერს სპეციალისტს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების განხორციელების პროცესში;
  • კოორდინირებს სხვა სპეციალისტების მიერ განხორციელებულ შეფასების პროცესს; აჯამებს და აანალიზებს  სხვადასხვა წყაროთი მიღებულ ინფორმაციას;
  • შეფასების სფეროების მიხედვით შეიმუშავებს შეფასების შესაბამის ინსტრუმენტებს/ფორმებს (კითხვარები, დაკვირვების ფორმები და სხვა);
  • უზრუნველყოფს შეფასების შედეგების დოკუმენტირებას და დასკვნის გაფორმებას ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად;
  • უზრუნველყოფს ბავშვებისათვის/ზრდასტულთათვის მიწოდებული სერვისის და არსებული გეგმების მიყოლის მონიტორინგს (პროცესზე უშუალო დაკვირვების გზით; სპეციალისტების, მშობლების, ბენეფიციარების ინტერვიუს  გზით, დოკუმენტაციის ანალიზის გზით და ბენეფიციართა პროგრესის შეფასების საფუძველზე);
  • აძლევს უკუკავშირს და რეკომენდაციებს სპეციალისტებს ჯგუფური და ინდივიდუალური სასწავლო პროცესების გაუმჯობესებისთვის; ახდენს რეკომენდაციების დანერგვის მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს აღსაზრდელების  პირად საქმეში შემავალი დოკუმენტაციის მოწესრიგებას და მუდმივი მონიტორინგს მათ განახლებაზე;
  • უზრუნველყოფს პოზიტიურ  კლიმატს ჯგუფში სახალისო აქტივობებისა და თამაშების გამოყენების გზით;
  • კოორდინირებს სამუშაო შეხვედრებს საჯარ სკოლის მასწავლებლებთან;
  • ბავშვისა და მოზარდისთვის სერვისის მიწოდების ყველა ეტაპზე კოორდინირებას უწევს მშობელთა/მეურვეთა მონაწილეობას და ინფორმირებას; ამყარებს უშალო პოზიტიურ კომუნიკაციას მშობლებთან/მეურვეებთან, უწევს კონსულტაციებს;
  • უზრუნველყოფს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ,  მასტიმულირებელ  გარემოს, რაც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებაზე; გარემოს ადაპტაციისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ და ჯგუფის საჭიროებებს;
  • შეუძლია  კრიზისული სიტუაციის იდენტიფიცირება და  მათზე ადექვატური რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში უწევს აღსაზრდელს პირველად დახმარებას;
  • კოორდინირებას უწევს სხვადასხვა უწყებებს (სოციალური მომსახურების სააგენტო; საგანმანათლებლო დაწესებულებები; სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.)  ბენეფიციართა ინტერესების დაცვის მიზნით, ახდენს ბენეფიციართა რეფერირებას შესაბამის უწყებებში
  • კოორდინირებას უწევს აღსაზრდელების პირადი ჰიგიენის დაცვის  და გარემოში სანიტარული ნორმების დაცვის პროცესს;
  • უზრუნველყოფს რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოებას;
  • ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრებით, პროფესიული ლიტერატურის გაცნობით; ითვალისწინებს მიღებულ რეკომენდაციებს და ასახავს მათ სამუშაოს შესრულებისას; მიმართავს კოლეგებს კონსულტაციისთვის;
  • ზრუნავს ცენტრის მომსახურების გაუმჯობესებაზე, ობიექტურად აფასებს გაწეულ მომსახურებას; მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად განსაზღვრავს  მომსახურების გაუმჯობესების სტრატეგიებს; ღიაა სიახლეებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართ.

აუცილებელი პროფესიული / საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • ფსიქოლოგიის აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება:

  • შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

სპეციფიური კომპეტენცია:

  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარების და განვითარების დარღვევების სიღრმისეული ცოდნა
  • ბავშვთა და მოზარდთა სიღრმისეული შეფასების და შეფასების მონაცემების ანალიზის უნარი
  • სასწავლო და აბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების უნარი
  • რთული ქცევის მართვის უნარი
  • კონსულტირების  უნარი
  • აკადემიური წერის უნარი

პიროვნული თვისებები

  • შემოქმედებითი
  • მოტივირებული
  • დეტალებზე ორენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური

სამუშაო პირობები და გერემო

  • სამუშაო ადგილი:  ამბროლაური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი

პასუხისმგებლობა  და ანგარიშგება

  • ფსიქოლოგი პასუხისმგებელია სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერის და ხელმძღვანელის წინაშე
  • ფსიქოლოგს ევალება ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერის წინაშე​

აპლიკანტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trc.sakartvelo@gmail.com

  დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 35 70 47 საკონტაქტო პირი: ია ცილიკიშვილი (პროგრამების მენეჯერი)

მითითებულ მისამართზე დოკუმენტების ატვირთვის პარალელურად, სათაურის (Subject) ველში აპლიკანტმა უნდა მიუთითოს იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შეაქვს განაცხადი

დოკუმენტაციის მიღების ვადა: 27.07.2020