პერსონალური ექიმის ასისტენტი

იმედი L
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
14-10
14-11
500


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილმდებარეობა: "იმედი L" - ის პროვაიდერი კლინიკა

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 09:00-18:00;

შაბათი 10:00-14:00.

ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
  • დანიშნულებისა და მიმართვების გაცემა;
  • დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
  • საგარანტიო წერილებისა და ისტორიების პროგრამული ასახვა;
  • პაციენტისათვის სხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან/და მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 ოქტომბერი, 2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.