უფროსი .NET დეველოპერი

იმედი L
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
28-10
28-11


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას უფროსი .NET დეველოპერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • არსებული პროგრამების განახლება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • C#.NET-სა და Entity Framework-თან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft SQL, T-SQL;
  • REST Based Service;
  • შემდეგი ვებ-ტექნოლოგიების ცოდნა:
  • HTML, AJAX, JavaScript, jQuery, ASP.NET, ASP.NET MVC.

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი, 2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.