MS SQL მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი

იმედი L
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
28-10
28-11


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას MS SQL მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
  • მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობა;
  • მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
  • მონაცემთა ბაზების განახლება, დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
  • მონაცემთა ბაზების მომხმარებლებისა და წვდომების გაწერა, როლების მართვა;
  • ახალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე აქტიური მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • ბაზის ადმინისტრირების მიმართულებით (Microsoft SQL Server)
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • არსებული ინსტანსების მიგრაცია და ახალი ინსტანსების კონფიგურაცია;
  • მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირება/აღდგენა;
  • მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა;
  • სერვერების High Availability სქემის აწყობა (AlwaysOn, SQL Clustering).

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი, 2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.