სოციალური მედიის მენეჯერი

PostalON
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
11-11
11-12


კომპანია „ფოსტალონი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ციფრული მედია-არხების მართვა და მონიტორინგი;
  • სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება;
  • სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის: პოსტი, ვიდეო, გიფი, სიუჟეტი და ა.შ. ინფორმაციის მომზადება/განთავსება;
  • კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა ვიდეოების და პოსტების დარეკლამება;
  • სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
  • უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა; გუგლის, ფეისბუკის, ინსტაგრამის პრომოციული საშუალებების გამოყენენება;
  • Adobe პროგრამებიდან: Photoshop ცოდნა;
  • ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@postalon.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სოციალური მედიის მენეჯერი“.