სოციალური მედიის მენეჯერი
PostalON
Manager
Tbilisi
Vacancy
11-11
11-12
Manager
Tbilisi
Vacancy
11-11
11-12
კომპანია „ფოსტალონი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული მედია-არხების მართვა და მონიტორინგი;
- სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება;
- სოციალური გვერდებისთვის და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის: პოსტი, ვიდეო, გიფი, სიუჟეტი და ა.შ. ინფორმაციის მომზადება/განთავსება;
- კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- სხვადასხვა ვიდეოების და პოსტების დარეკლამება;
- სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
- ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა; გუგლის, ფეისბუკის, ინსტაგრამის პრომოციული საშუალებების გამოყენენება;
- Adobe პროგრამებიდან: Photoshop ცოდნა;
- ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
სხვა მოთხოვნები:
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@postalon.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სოციალური მედიის მენეჯერი“.