კონსულტანტი
Dressup Group
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- მზარდი ბიზნესი;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
- კორპორაციული ფასდაკლება "დრესაპის" მაღაზიათა ქსელში;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- პროდუქტების გაყიდვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე ან 14:00-დან 22:00-მდე, 2 კვირაში დასვენების სამი დღე
კანდიდატთა შერჩევა
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!