ვადაგადაცილებული სესხის ოფიცერი

ლიდერ კრედიტი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
13-11
13-12


შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
  • დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით);
  • ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (სასურველია).

უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • პრინციპულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge 

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)