Back-end დეველოპერი

ორიენტ ლოჯიკი
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
23-06
23-08


ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას Back-end დეველოპერის პოზიციაზე.

ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • დამკვეთის ამოცანის ბიზნეს-ანალიზი;
  • ამოცანის შესაბამისი ინფორმაციული სისტემის სტრუქტურის შემუშავება;
  • ამოცანის შესაბამისი Back-End-ის შემუშავება Java ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მოემსახურება Front-End-ს;
  • ამოცანის შესაბამისი ავტომატიზებული ტესტების შემუშავება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციის მომზადება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება GIT ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენებით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება Scrum მეთოდოლოგიის გამოყენებით;
  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების ანალიზი და აღმოფხვრა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე სხვა IT ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკების მოძიება, გარჩევა და გამოყენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • Java SE 8+
  • Java EE 8, JAX-RS, JPA, EJB, Java EE Security
  • SQL
  • RDBMS - ჩამონათვალიდან რომელიმესთან მუშაობის გამოცდილება PostgreSQL, Oracle, MS SQL
  • Junit
  • GIT
  • Issue Management System – GitLab ან Jira

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@ol.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - Back-end დეველოპერი“

გისურვებთ წარმატებას!

შპს “Orient Logic” თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს „ორიენტ ლოჯიკი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში."