ქი ექაუნთ მენეჯერი

ევროპროდუქტი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03


შპს „ევროპროდუქტი აცხადებს ვაკანსიას ქი ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის „ევროპროდუქტის“ გახსნა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://www.europroduct.ge;

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:00 სთ. 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ შემუშავებული გაყიდვების გეგმის განაწილება ობიექტების მიხედვით და მისი კონტროლი;
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
  • ახალ კომპანიებთან მოლაპარაკებები და კონტრაქტის გაფორმება;
  • არსებულ კლიენტებთან ასორტიმენტის გაზრდაზე და განთავსებაზე მუშაობა;
  • პარტნიორ კომპანიასთან გადახდის პირობის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • პარტნიორ კომპანიებში ყოველდღიური გაყიდვების მონიტორინგი;
  • პარტნიორ კომპანიებთან შესაბამის FG-ის მოპოვება, პროდუქციის უკეთესად წარმოდგენისთვის;
  • ყოველკვირეულად მიმდინარე შედეგების ანალიზი და პრეზენტაცია გუნდთან;
  • გაყიდვების ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში.
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  2  წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა; Excell-ს ფლობა მაღალ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ;
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე. 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.