სამშენებლო პროექტების მენეჯერი
ელემენტ კონსტრაქშენი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
12-02
12-03
სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციეაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის ზედამხედველობა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
- პროექტის გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
- ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- სამშენებლო საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
- უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ბიზნესში;
- უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს);
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (+ MS პრიმავერა).
უნარ-ჩვევები:
- მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ec.ge 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.