დამწყებ სქრამ მასტერი

ვაბაკო
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
17-03
17-04


პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს დამწყებ სქრამ მასტერს, რომელიც დაგვეხმარება სქრამ გუნდის პროცესების მართვაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

  • განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით დეველოპმენტ სამუშაოების დაგეგმვა გუნდთან ერთად;
  • ამოცანების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • გუნდის წევრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შორის სწორი და დროული კომუნიკაციის ორგანიზება;
  • გუნდის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა;
  • დეველოპერთა გუნდის შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • Agile მეთოდოლოგიის კურსის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სქრამ მასტერის პოზიციაზე, ან პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება: 800 – 1,000 ლარი ხელზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior Scrum Master