პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

იმედი L
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
01-04
01-05


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის IT პროდუქტების ფუნქციონალური ანალიზი;
  • პროგრამის ფუნქციონალური და ხარისხობრივი ტესტირების გეგმის შედგენა/განხორციელება;
  • საინტეგრაციო და სისტემური ტესტირების უზრუნველყოფა;
  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • პროგრამის შემოწმებისთვის საჭირო ტესტ-სცენარებისა და ტესტ-ქეისების მომზადება და სისტემის შემოწმება;
  • იდენტიფიცირებული შეცდომების აღწერა/ანალიზი და პრიორიტეტიზაცია;
  • პროექტში ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და რეკომენდაციების გაზიარება;
  • შესრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა და დოკუმენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
  • მსგავსი პროფილით/მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Microsoft SQL ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.