სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსი

იმედი L
დაზღვევა
თბილისი
ვაკანსია
23-06
23-08


სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსის პოზიციაზე ქირურგიის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სადაზღვევო შემთხვევების მართვა ქირურგიის მიმართულებით;
  • დაზღვეული პაციენტების ჯანმრთელობის ზარალების განხილვა, მათი რეგულირება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
  • პროვაიდერი კლინიკებისგან მიღებული შესრულებული სამუშაოს დეტალური ანალიზი;
  • დაზღვეული პაციენტებისათვის ასანაზღაურებელი თანხის საფუძვლიანობის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • დამუშავებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ქირურგიის მიმართულებით (რეზიდენტურასთან გათანაბრებული ხარისხი);
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.