უფროსი მზარეული

კოფისტა
მზარეული
თბილისი
ვაკანსია
07-04
07-05


კაფეების ქსელი „ კოფისტა“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე მთავარ წარმოებაში.

მისამართი : ქ.თბილისი, გორგასლის ქუჩა

გრაფიკი - 8 საათიანი განაკვეთი.

დასვენება- კვირაში 2 დღე

მოთხოვნები :

  • ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა
  • უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა

ძირითადი მოვალეობები :

  • კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა (ძირითადად სენდვიჩები და სალათები)
  • რეცეპტურის დაცვა.
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება.
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • გეგმიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ჰიგიენის მაღალი დონის უზრულველყოფა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ენერგიულობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდში მუშაობის უნარის
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.