სოციალური მედია ოპერატორი

ევროპროდუქტი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
21-04
21-05


შპს „ევროპროდუქტი“ დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  El pozo და სხვა.  დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge.

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგრის ქ. 2

სამუშაო განაკვეთი: 09:30 – 18:00

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერულ წინსვლას მარკეტინგის გუნდში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

სამუშაოს აღწერა:

  • კომპანიის ციფრული არხების საშუალებით მომხმარებელთან  დროული და ეფექტური კომუნიკაცია.
  • ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია.
  • სოციალური მედიიდან შემოსული მესიჯებზე პასუხი, მომხმარებლების ინფორმირება საჭირო ინფორმაციით.
  • მომხმარებელთა საჩივრების მართვა, კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის მოგვარება.
  • მონაცემთა ბაზებზე მუდმივი მუშაობა.
  • საჭიროების შემთხვევაში სოციალური მედია მენეჯერთან ერთად კონტენტის შექნმაში ჩართულობა. 
  • კონკურენტი გვერდების მონიტორინგი და ანალიზი.
  • მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება  ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)

ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

დაინტერესებულმა პირებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ ფოსტაზე hr@europroduct.ge .

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!