ლოჯისტიკის სპეციალისტი

ციტადელი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
22-04
22-05


კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
  • გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება;
  • გადამზიდი ტრანსპორტის მოძიება და მათტან მოლაპარაკებების წარმართვა;
  • შესყიდული საქონლის დათქმულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • შიდა პროგრამაში ტრანსპორტირებასტან დაკავშირებული ყველა დეტალების პროგრამულად ასახვა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენეების (რუსული/ინგლისური) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.  თბილისი, აგალაძის ქუჩა 32

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2021 წლის 09 მაისის  ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!