SME ლიზინგის გაყიდვების მენეჯერი
კრისტალი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
11-05
11-06
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
11-05
11-06
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას SME ლიზინგის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო და მცირე სეგმენტის ლიზინგის კლიენტების მოზიდვა და შემდგომში მათი მომსახურება; (თანხის ლიმიტი: 5,000 - დან 100 000 ლარამდე)
- პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა და მათთან კომუნიკაციის მართვა;
- მომწოდებლებთან ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ლიზინგით შესაძენი აქტივების ეკონომიკური ეფექტიანობის არგუმნეტაცია;
- წარმოების სხვადასხვა პროცესების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო რეკომენდაციების შეთავაზება;
- სექტორის ტენდენციების მიგნება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიწოდება მენეჯმენტისთვის და კლინტისთვის;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ფინანსურ და სადაზღვეო სექტორებში, ან ძირითადი საშუალებების მომწოდებელი კომპანიების (იგულისხმება სატრანსპორტო საშუალებების, აგრო დანიშნულების მანქანა-დანადგარების, სამშენებლო მანქანა- დანადგარები, ინდუსტრიული მანქანა დანადგარები, მსუბუქი ავტომობილების, სამედიცინო მოწყობილობების და სხვა მსგავსი აქტივების მომწოდებლები ) გაყიდევბში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა სასურველია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 24 მაისის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.