ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი

ბრიტანულ-ქართული აკადემია
განათლება
თბილისი
ვაკანსია
09-06
09-07


ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას. აღნიშნული პოზიცია არის სრულგანაკვეთიანი და იწყება 2021 წლის აგვისტოდან.

სამუშაოს აღწერა:

  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სასწავლო პროგრამის შემუშავება;
  • სწავლების პროცესში მოსწავლეებთან პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეების მუდმივი წახალისება, რათა მათ შეძლონ ინდივიდუალური უნარების მაქსიმალურად განვითარება;
  • სწავლების პროცესში მოსწავლეთა ასაკისა და უნარების შესაბამისი მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გამოყენება;
  • თითოეული მოსწავლის განვითარების შეფასება ყოველი სემესტრის ბოლოს;
  • ფიზიკური აღზრდასთან და სპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
  • კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge, არაუგვიანეს 2021 წლის 18 ივნისისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი”. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.